Tuesday, December 22, 2009

1.პროექტის სახელი:
ძველი ქართული ხელნაწერები საზღვარგარეთ.
2.პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ და მოაგროვებენ მასალებს წინაპართა მიერ ნაანდერძევი კულტურულ-ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელთა ნაწილი უცხოელთა მფლობელობაშია.
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტისა და ბიბლიოთეკის საშუალებით სხვადასხვა მასალებს საზღვარგარეთ აღმოცენებულ სავანეებში:იერუსალიმსა(საბაწმინდა),ეგვიპტესა( სინას მთაზე),სირიასა( შავი მთის მონასტერი)და ბულგარეთში( პეტრიწონის მონასტერი)გაჩაღებული მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ, შეისწავლიან აღნიშნული ადგილების გეოგრაფიულ მდებარეობასა და ისტორიულ წარსულს, თუ როგორ ჩაუყარა საფუძველი ქართულმა სათვისტომომ ჩვენი ეროვნული კულტურის უდიდეს კერებს,როგორ შეიქმნა და გაძლიერდა იქაური წიგნსაცავები.შეაგროვებენ საინტერესო ინფორმაციას, თუ როდის დაიწყო სიძველეთა შესწავლა საძღვარგარეთ არსებულ სავანეებში და რომელი მონასტრის მწიგნობრულ-საგანმანათლებლო კერის ლიტერატურულ-შემოქმდებითი მუშაობა იყო განსაკუთრებით ნაყოფიერი.ისინი ჩაწვდებიან,თუ რა მნიშვნელობის ძეგლებია დაცული სინას მთასა, ივირონსა, ჯვრისა და შავი მთის მონასტრებში.მოიძიებენ ინფორმაციას და მისი საშუალებით გაიგებენ, რომ ქართული ხელნაწერები შენახულია გრაციის,პოლონეთის,იტალიის, ბულგარეთის,ბალტიმირის,ვაშინგტონის და სხვა ქვეყნების მუზეუმებში, გაანალიზებენ დიდი ქართველი მოღვაწეების:ე. თაყაიშვილის,ი ჯავახიშვილის,ა. ხახანაშვილის,ნ. მარის,ა.ცაგარელის,ა შანიძის,რ თაბუკაშვილის და სხვათა ღვაწლს, რომლებმაც შეისწავლეს და გადაარჩინეს ჩვენი სულიერი კულტურის ამსახველი ძეგლები.
4.მოსწავლეთა ასაკი: 14-15
5.ვადები:30 დღე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:
შესაბამისი ლიტერატურა, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, კომპოზიციების
შექმნა,წყაროების შერჩევა.
7.მოსალოდნელი შედეგები:
ა)ავამაღლო მოსწავლეთა ცოდნის დონე ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ.
ბ)შევაგროვოთ, დავამუშავოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია(პრეზენტაცია,ბუკლეტები და სხვა თვალსაჩინოება)მოსწავლეებსა და საზოგადოების სხვა წევრებს.
გ)მოსწავლეებს განუვითარო წერის,კითხვის,მოსმენის,ინფორმაციის მოძიება-დამუშავება-ანალიზის, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
8.სარგებელი სხვებისთვის:შედგენილი პროექტი სასარგებლო რესურსი იქნება ძველი ქართული ხელნაწერებით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.
9.სამუშაო ენა:
ქართული.

10.საგნებთან , ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია,ისტორია.
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ელისო კუბლაშვილი.
12.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:eliso.kublashvili@gmail.com